სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება:  ’’ხალხი, რომლებიც ცხოვრობდნენ დიდი ხნის წინ’’

პროექტის იდეა: ძველ  ეგვიპტელებისა და ანტიკური ხანის მცხოვრებთა ყოფა-ცხოვრება, ტანსაცმელი, მოგზაურობა განათლების მიღების  შედარება.

პროექტის აქტუალობა: პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა პერიოდში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებზე, გაეცნობიან მათ ყოფა-ცხოვრებას.

პროექტის მიზანი:

1.       მოსწავლეებმა მოიძიონ საჭირო ინფორმაცია ძველ ეგვიპტელებსა და ძველ რომაელებზე.
2.       გაეცნონ ძველი ეპოქის თავისებურებებს.
3.       შეისწავლონ მათ წინაშე არსებული პრობლემები, მსგავსება და განსხვავება ორ სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის.
4.       მოსწავლეებმა შექმნან პლაკატები მათზე.

მოსწავლეთა ასაკი: 12-13 წელი;

ვადები: 8 დღე.

რესურსები: ფლიფჩარტის  ქაღალდები, თაბახის ფურცლები, კალმები, ფლომასტერები, კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა # 1: კლასში შევარჩიეთ პროექტის თემა.

აქტივობა # 2: კლასში ჩამოვაყალიბეთ 4 ჯგუფი.

აქტივობა #3: ჯგუფებს მივაწოდე ინსტრუქციები და დავურიგე საჭირო რესურსები.

აქტივობა #4: მოსწავლეებმა გადაინაწილეს თავიანთი როლები ჯგუფებში და შეუდგნენ მუშაობას.

აქტივობა #5: გადავანაწილეთ ვადები და ამ ხნის  განმავლობაში ვუწევდი მათ მუშაობას მონიტორინგს.

აქტივობა #6: ჯგუფების პრეზენტაცია.

აქტივობა #7: მოსწავლეებს პრეზენტაციის დროს განუვითარდებათ ინგლისურად წერის, საუბრის უნარ-ჩვევები; რაც ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრება-განვითარებას.

აქტივობა #8: მოსწავლეთა შეფასება (შეფასების სქემა იხილეთ ქვემოთ).

კრიტერიუმები
1-5 ქულა
6-8 ქულა
9-10 ქულა
მიზანი
ბუნდოვანია
მხოლოდ ერთ მიზანზეა ფოკუსირებული
მიზნები გარკვევითაა გამოკვეთილი
ორგანიზება
იდეებს შორის არ შეინიშნება ლოგიკური კავშირი. ვერ დაგეგმეს სწორად და ეფექტურად
გააზრებულია იდეების თანმიმდევრობა, კავშირი იდეებს შორის გაუგებარია. იყო ხარვეზები დაგეგმვაში.
იდეებზე გადასვლა კარგადაა ორგანიზებული. მათ სწორად შეძლეს სამუშაოს დაგეგმვა.
ენობრივი გამართულობა
შეცდომები ხშირია, გაუმართავია ენობრივად.
შეცდომების რაოდენობა მცირეა. ენობრივად უკეთესადაა გამართული.
ენობრივად სწორია, სწორადაა გამოყენებული პუნქტუაციის ნიშნები.
თვალსაჩინოებები
ჯგუფს არ აქვს პროექტის შესაბამისი თვალსაჩინოებები
ჯგუფის მიერ შექმნილია სწორი, მაგრამ ერთფეროვანი თვალსაჩინოებები
შინაარსის მიხედვით თვალსაჩინოებები შესაბამისია პროექტის, მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხისაა.
ჯგუფის წევრთა აქტიურობა
ჯგუფის ყველა წევრი არ იყო ჩართული ჯგუფის მუშაობაში.
ჯგუფის ზოგიერთი წევრი არ იყო აქტიური.
 სამუშაოს დროს ყველა იყო აქტიური.
პრეზენტაცია
პროექტის იდეა არაეფექტურადაა გადმოცემული, თვალსაჩინოება არ არის მიზნობრივი, ვერ პასუხობს კითხვებს.
პროექტის იდეა ბუნდოვანია, თვალსაჩინოებებს იყენებს და კითხვებს პასუხობს ნაწილობრივ.
პროექტის იდეა ნათელია, მეტყველება გამართული და მკაფიოა, იმორჩილებს აუდიტორიას, იყენებს თვალსაჩინოებებს, კარგადაა ორგანიზებული იდეებზე გადასვლა და ყველა კითხვას პასუხობს.

საგანთან/საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ინგლისური ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია და ისტორია.

უცხ. ს.II.30. მოსწავლეს შეუძლია უცხო ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ: გამოფენა. სადღესასწაულო სუფრა, ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება, დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენაზე სწავლობს და სხვა.)

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტს, დამატებით განახორციელებს კრიტერიუმებს.
·         გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ.
·         მასწავლებელთან და გუნდის  წევრებთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს.
·         გუნდის წევრებთან ერთად ახდენს ცოდნის და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად.
·         გუნდის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს.
·         გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას.
·         გუნდის წევრებთან ერთად შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას.
·         გუნდის წევრებთან ერთად განახორციელებს პროექტს.
·         გუნდის წევრებთან ერთად გადის რეპეტიციას, აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.
·         გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.

პროექტის ხელმძღვანელი: ფიქრია ტუღუში.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: pikria.tughishi@gmail.com

No comments:

Post a Comment