2017-2018 სასწ. წ
უცხო ენათა კათედრა
ღია გაკვეთილის
გეგმა
კლასი: VI კლასი
საგანი : ინგლისური ენა
თარიღი:
მასწავლებელი: ფიქრია ტუღუში
მოსწავლეთა რაოდენობა: 14 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ
გამაჩნია
გაკვეთილის თემა: ლეგენდა ანტიკური სამყაროს შესახებ
მიზანი: მოსწავლეებმა
ამოიცნონ პერსონაჟების მოქმედებები, დაასახელონ პერსონაჟები. ტექსტში მოძებნიან და
იპოვიან კონკრეტულ ინფორმაციას ,გამოიყენონ ადგილმდებარეობის გამომხატველი მარტივი,
ენობრივი საშუალებები. აღწერონ გარემო, მოყვებიან ამბავს ილუსტრაციებზე დაყრდნობით,
გამოიყენებენ წინდებულებს, ზმნიზედებს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
უცხო ენა;დ V 2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი, თხრობითი ხასიათის
ილუსტრირებული ტექსტების გაგება; მაგალითად: მითი, ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა.
უცხო ენა: დ
V 7.მოსწავლეს შეუძლია
შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა, გაგება. მაგ: ისტორიის, მითოლოგიის
სფეროდან.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეს შეეძლოს
მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების გაგება; მაგალითად: ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი.
#
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
პრე ფაზა
აქტივობა 1:მოსწავლეთა რაოდენობის დაფიქსირება
საგაკვეთილო განწყობის შექმნა/მოტივირება
აქტივობის მიზანი:
.მზადება გაკვეთილისთვის, მოსწავლეები ეცნობიან გაკვეთილის მიზანს.
მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმებს, ამოწმებს კითხვა
პასუხით წინარე ცოდნას წინა გაკვეთილებზე ნასწავლი სიტყვებით.
|
მინი ლექცია
გონებრივი იერიში
|
საერთო საკლასო
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი, თვითშეფასების კითხვარები
|
2 წთ
5წთ
|
2
|
აქტივობა # 1. ტექსტის გაცნობა
აქტივობის აღწერა: ვყოფ კლასს
3 ჯგუფად.
მოსწავლეები კითხულობენ პოემიდან ნაწყვეტებს. ეძებენ ტექსტში თუ რომელი
მითოლოგიური არსებები შეხვდათ ამ ტექსტში.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ გაიგონ თხრობითი სახის ილუსტრირებული ტექსტი
|
მინი ლექცია
|
ჯგუფური სამუშაო
|
სასწავლო სახელმძღვანელო
სამუშაო რვეული,
|
10 წთ
|
3
|
აქტივობა #2. ადგილმდებარეობის განსაზღვრა-დადგენა
აქტივობის აღწერა: მასწავლებლის მიერ მიწოდებული პოსტერებით მოსწავლეები
ადგენენ სად მიმდინარეობდა ტექსტში აღწერილი ამბავი.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ დაუკავშირონ ერთმანეთს მოსმენილი ტექსტი და პოსტერებზე
აღწერილი ადგილები.
|
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი
|
ჯგუფური სამუშაო
|
სასწავლო სახელმძღვანელო, პოსტერები
|
9 წთ
|
4
|
აქტივობა # 3 ცოდნის გამოყენება-განმტკიცება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
რიგრიგობით გამოდიან დაფასთან, აყალიბებენ მოსაზრებებს.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები
აჯამებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, იცავენ სიტყვათა რიგს-მტკიცებითი, უარყოფითი, და
კითხვითი შინაარსის შემცველ წინადადებებში.
|
ანალიზი სინთეზის მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
სასწავლო სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი
|
9 წთ
|
5
|
აქტივობა # 4. შეფასება, უკუკავშირი
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების
ცხრილით.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ თვითშეფასების უნარი.
|
განმსაზღვრელი და განმავითარებელი
შეფასება
|
მოსწავლეთა თვითშეფასება
|
შეფასების სქემა
მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
|
7 წთ
|
6
|
აქტივობა # 5.საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის აღწერა: ვაძლევ საშინაო დავალებას შესაბამისი მითითებებით.
|
პრაქტიკული მეთოდი
|
ინდივიდუალური
|
|
3 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
1.
მოსწავლეები
ისწავლიან როგორ ამოიცნონ ტექსტში პერსონაჟები.
2.
მოსწავლეები იპოვიან ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას.
3.
მოსწავლეები გამოიყენებენ ადგილმდებარეობის გამომხატველ
მარტივ ენობრივ საშუალებებს.
4.
მოსწავლეებმა შეიძინეს ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო
უნარ-ჩვევები.
5.
განივითარეს პრეზენტაციის უნარი.
შეფასება: იხილეთ თანდართული ფურცლები;
ხელმოწერა: ფ. ტუღუში.
თარიღი:
დანართი #1
განმსაზღვრელი შეფასების სქემა:
#
|
კრიტერიუმები
|
1-4 ქულა
არადამაკმაყოფილებელი.
|
5 – 6 ქულა
დამაკმაყოფილებელი
|
7-8 ქულა
კარგი
|
9-10 ქულა
სანიმუშო
|
1
|
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობა , მოსმენის კულტურა, მობილიზება,
ეთიკური ნორმების დაცვა.
|
პასიურია, გონებაგაფანტული, არ უსმენს მოსაუბრეს, არ იცავს ეთიკურ ნორმებს.
|
გაკვეთილში ნაწილობრივად არის ჩართული. უჭირს ყურადღების კონცენტრირება.
იშვიათად უსმენს მოსაუბრეს, ვერ იცავს ეთიკურ ნორმებს.
|
გაკვეთილზე აქტიურია, მობილიზებული, კონცენტრირებული, უსმენს მოსაუბრეს,
იცავს ეთიკურ ნორმებს.
|
გაკვეთილზე აქტიურია, მობილიზებული, კონცენტრირებული, უსმენს მოსაუბრეს,
იცავს ეთიკურ ნორმებს.
|
2
|
წაკითხული მხატვრული ნაწარმოების ან ინფორმაციის შეჯამების უნარი, ჯგუფში
მუშაობა, თანამშრომლობა.
|
ვერ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში არ შეაქვს
წვლილი, არ თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.
|
ნაწილობრივ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია.
ჯგუფის მუშაობაში ხანდახან შეაქვს წვლილი. თანამშრომლობს ჯგუფის სხვა
წევრებთან.
|
კარგად ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში შეაქვს
წვლილი, თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.
|
კარგად ახერხებს შეაჯამოს, გაანალიზოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის
მუშაობაში შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი, თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან, არის
გამოხატული ლიდერი.
|
3
|
დისკუსიაში მონაწილეობა, კითხვების დასმა და დასმულ შეკითხვებზე პასუხი.
|
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები არამიზნობრივი და უშინაარსოა.
|
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები ზოგჯერ არამიზნობრივი და უშინაარსოა.
|
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები მიზნობრივი და შინაარსიანია.
|
აქტიურად მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები ღრმა, მიზნობრივი
და შინაარსიანია, პასუხები გამოირჩევა კონკრეტულობით.
|
4
|
საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით საკითხის
კონკრეტულობა.
|
უჭირს საკუთარი მოსაზრების გამყარება ფაქტებითა და არგუმენტებით.
საკითხის დასმისას არაკონკრეტულია.
|
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას მწირი ფაქტებითა და არგუმენტებით.
საკითხის დასმისას არაკონკრეტულია.
|
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას ფაქტებითა და არგუმენტებით.
საკითხის დასმისას კონკრეტულია.
|
კარგად ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას არამხოლოდ ფაქტებითა
და არგუმენტებით, არამედ პარალელებითა და ანალიზით, საკითხის დასმისას კონკრეტულია.
|
No comments:
Post a Comment