შეფასების სქემები


განმსაზღვრელი შეფასების სქემა:

#

კრიტერიუმები
1-4 ქულა
არადამაკმაყოფილებელი.
5 – 6 ქულა
დამაკმაყოფილებელი
7-8 ქულა
კარგი
9-10 ქულა
სანიმუშო
1
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობა , მოსმენის კულტურა, მობილიზება, ეთიკური ნორმების დაცვა.
პასიურია, გონებაგაფანტული, არ უსმენს მოსაუბრეს, არ იცავს ეთიკურ ნორმებს.
გაკვეთილში ნაწილობრივად არის ჩართული. უჭირს ყურადღების კონცენტრირება. იშვიათად უსმენს მოსაუბრეს, ვერ იცავს ეთიკურ ნორმებს.
გაკვეთილზე აქტიურია, მობილიზებული, კონცენტრირებული, უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს.
გაკვეთილზე აქტიურია, მობილიზებული, კონცენტრირებული, უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს.
2
წაკითხული მხატვრული ნაწარმოების ან ინფორმაციის შეჯამების უნარი, ჯგუფში მუშაობა, თანამშრომლობა.
ვერ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში არ შეაქვს წვლილი, არ თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.
ნაწილობრივ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია.
ჯგუფის მუშაობაში ხანდახან შეაქვს წვლილი. თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.
კარგად ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში შეაქვს წვლილი, თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.
კარგად ახერხებს შეაჯამოს, გაანალიზოს წაკითხული ინფორმაცია, ჯგუფის მუშაობაში შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი, თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან, არის გამოხატული ლიდერი.
3
დისკუსიაში მონაწილეობა, კითხვების დასმა და დასმულ შეკითხვებზე პასუხი.
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები არამიზნობრივი და უშინაარსოა.
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები ზოგჯერ არამიზნობრივი და უშინაარსოა.
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები მიზნობრივი და შინაარსიანია.
აქტიურად მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები ღრმა, მიზნობრივი და შინაარსიანია, პასუხები გამოირჩევა კონკრეტულობით.
4
საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით საკითხის კონკრეტულობა.
უჭირს საკუთარი მოსაზრების გამყარება ფაქტებითა და არგუმენტებით.
საკითხის დასმისას არაკონკრეტულია.
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას მწირი ფაქტებითა და არგუმენტებით. საკითხის დასმისას არაკონკრეტულია.
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას ფაქტებითა და არგუმენტებით. საკითხის დასმისას კონკრეტულია.
კარგად ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას არამხოლოდ ფაქტებითა და არგუმენტებით, არამედ პარალელებითა და ანალიზით, საკითხის დასმისას კონკრეტულია.


No comments:

Post a Comment